საზოგადოება
ენმ ხელმოწერებს აგროვებს-რა ხდებოდა დღეს ბორჯომის საკრებულოში

ბორჯომში საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე დასრულდა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ბოტკოველმა ბაკურიანში პრემიერის მეუღლისთვის, იჯარით გადაცემული მიწის უკან დაბრუნება მოითხოვეს. ოპოზიცია ტყის ფართობის ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. მათ დოკუმენტზე ხელის მოწერა პირველ რიგში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, შემდეგ საკრებულოს დეპუტატებს შესთავაზეს. დოკუმენტს ხელი დღეს „ქართული ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა მოაწერა.

 


Print