პოლიტიკა
„თუ რუსეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა" - ლიზ ტრასი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ეკონომიკური შედეგები ემუქრება.

"თუ რუსეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა და რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება", – განაცხადა ლიზ ტრასმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის თქმით, "დიდი შვიდეულის" პოზიცია, შეეწინააღმდეგოს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას, აბსოლუტურად მტკიცე იქნება.
Print