პოლიტიკა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის სამივე მოადგილე " ქართული ოცნებიდანაა "
ფარული კენჭისყრის პრინციპით აირჩიეს მოადგილეებიც. აქამდე თუ საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავდა, დღეიდან სამი ეყოლება.

ფარული კენჭისყრით, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ფერაძე გახდა. ასევე მოადგილეებად აირჩიეს ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე.

სამივე მოადგილე „ქართული ოცნებიდანაა“. თავმჯდომარეების ასარჩევად, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატებმა.

Print