პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას ინტრავენური გადასხმები უკეთდება.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა.
Print