ზურაბ ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წევრები აღარ არიან
საქართველოს პარლამენტის
უმრავლესობამ 79-79 ხმით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს" ზურაბ ჯაფარიძეს და "ლელოს"
თანადამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.
ხაზარაძისთვის უფლებამოსილების
შეწყვეტას 2 მოწინააღმდეგეც ჰყავდა. კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ,
16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიაში
წარდგენილი ჰერმან საბო შეცლის. რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ
შემთხვევაში „ლელო“ საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, რადგან
პარტიის საარჩევნო სია სრულად ანულირებულია.