ირაკლი კობახიძე - ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს
განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე,
რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე
ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას
სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის
ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", -
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.