პოლიტიკა
"არ ვაპირებ დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას" - ელენე ხოშტარია
თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა შიმშილობს.

"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, ამიტომ მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას, ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს, ახლა მე მათ არ ვიღებ. თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით. ჩვენ თუ ამ ბრძოლაში სრული ენერგია არ ჩავდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ,"- განაცხადა ხოშტარიამ.

"მე შიმშილობის მწვავე ფორმა იმ დღესვე ავირჩიე და მაგალითად მინერალური წყლები და ბორჯომი მაშინვე ამოვიღე, როგორც კი ხელისუფლების ეს რეაქცია იყო, უბრალოდ, ამაზე არ გამიკეთებია განცხადება. ამიტომ ეს გამწვავებული არის. ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია, შიმშილობა არ არის თვითმკვლელობა, დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი,"- განაცხადა ხოშტარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.