"პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია" - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მის
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტავს და სოცილურ
ქსელში წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარება
პარლამენტმა გამოიძახა.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა
გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს,
გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ
დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. დრამატული არაფერი არ ხდება,
უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ
გპასუხობთ. ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია,
სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში",-წერს ხოშტარია
"ფეისბუქზე".