პოლიტიკა
"მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი, - ამის შესახებმიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის და ა.შ. საღი აზრის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარი ნერვიულობს სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე, სწორედ ამან გამოიწვია, ის ინტერესი, რის გამოც ჩამოდიან საქართველოში", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

"სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს და რეანიმატოლოგებს, რომლებაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის კონსილიუმის ყველა წევრს, რომლებმაც დაწერეს დასკვნა. ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და მისთვის არაფერი არ უთქვამთ, თუმცა ეთანხმება მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც გაუწევენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

Print