საზოგადოება
‘’ რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება’’-განაცხადა ირაკლი კობახიძემ
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 ოქტომბერს ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, სურს თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

Print