პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ბორჯომიდანაც შეუერთდნენ
დღეს, 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას ბორჯომიდანაც შეუერთდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაკურ გელაშვილის თქმით, აქციაში მონაწილეობას იღებენ როგორც პარტიის წევრები ასევე რიგითი მოქალაქეები.
უნდა განთავისუფლდეს თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ეს კითხვა ქუჩაში რესპონდენტებს დავუსვით. ნაწილი თვლის რომ ის ციხეში უსამართლოდ ზის. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტ პატიმარი არ არის.
დღეს აქციას ასევე შეუერთდნენ სამცხე -ჯავახეთიდან. ათობით ავტომობილისგან შემდგარი კოლონა ახალციხიდან 12:00 საათზე დაიძრა. საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი შიმშილობას ამ დრომდე აგრძელებს.


Print