პოლიტიკა
ბორჯომის ხუთ საარჩევნო უბანზე ხმები ხელახლა დაითვალეს
ბორჯომის ოლქში შემავალი 30 საარჩევნო უბნიდან ხუთ უბანზე ხმების გადათვლა ხელახლა მოხდა. ეს ხუთი უბანი ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა. უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, ხმები ხელახლა დაითვალეს ქალაქის მე-4 და მე-7, ასევე ახალდაბის მე-10, ტაბაწყურის მე-17 და ციხისჯვრის 23-ე საარჩევნო უბნებზე. ხმების ხელახლა გადათვლა ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლში მოხდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საარჩევნო კოდექსში
Print