პოლიტიკა
ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრს ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

5 ოქტომბერს პარლამენტმა დააკმაყოფილა ნიკა მელიას მოთხოვნა და მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არც ერთი კანონმდებელი არ ყოფილა.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მელიამ 3 აგვისტოს წარადგინა.

Print