ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება.

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე გამოქვეყნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე, 10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული. ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე.
Print