პოლიტიკა
რის მიხედვით ირჩევენ კანდიდატებს ბორჯომში
კანდიდატი უნდა იყოს განათლებული, პასუხისმგებლიანი, ახალგაზრდა, სუფთა წარსულით და გამოცდილებით, ამ და სხვა კრიტერიუმებს ანიჭებენ უპირატესობას ბორჯომელი ამომრჩევლები. სწორედ ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და ირჩევენ მათთვის მისაღებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რის მიხედვით აირჩევს ამომრჩეველი სასურველ კანდიდატს და ვის გამოუცხადებს ნდობას, ამის პროგნოზირება რთულია. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბორჯომში 14 პოლიტიკური პარტია, მერობის ორი, ქალაქის დეპუტატობის 10 და სოფლის მაჟორიტარობის 25 კანდიდატია დარეგისტრირებული, ამ უკანასკნელიდან ერთი არის დამოუკიდებელი კანდიდატი. როგორ კანდიდატებს მიანიჭებენ უპირატესობას და რის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას ამომრჩევლები, გავიგოთ გამოკითხვიდან.
Print