პოლიტიკა
რა საკითხები განიხილეს ბორჯომის საკრებულო სხდომაზე
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, რომელსაც ჩამოყალიბების შედეგად, გარკვეული ფუნქცია-მოვალეობის შესრულება ოქტომბრიდან უნდა დაეწყო მარტისთვის გადაიდო. ფუნქციონირება უნდა დაეწყო 4 მიმართულებით: ზედამხედველობა სამშენებლო ნაწილზე, არქიტექტურული ნებართვების გაცემის, დასუფთავებისა და მომსახურების ნაწილში. ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს სხდომაზე ისაუბრეს. განიხილეს ის საკითხები, რაც ბაკურიანისთვის ტექნიკის შეძენას და ინფრასტრუქტული საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს.

ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ, რასაც სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მუნიციპალიტეტის მერიამ სხდომაზე, ერთ- ერთ საკითხად განიხილა და წამოადგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში.

დღეს, დეპუტატებმა სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. რაც შეეხება მომდევნო სხდომას, სავარაუდოდ მომავალი თვის ბოლო პარასკევს გაიმართება. შესაძლოა ეს იყოს ბოლო სხდომა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე



Print