პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში  შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი  კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია, მედიატორმა ამ შეხვედრაზე მხარეებს კონკრეტული წინადადებები უნდა წარუდგინოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა.
Print