პოლიტიკა
უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება - ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება
"ქართული ოცნების" უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირება იგეგმება.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ჯერ ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის და კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებული პროცედურები არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული ინფორმაციით, პროექტის ინიცირება სავარაუდოდ, ახლო მომავალში მოხდება.
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.


Print