პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში დღეს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში დღეს შეხვდება.
შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

Print