პოლიტიკა
ეს მოლაპარაკებები მნიშვნელვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დეესკალაციას - ბადრი ჯაფარიძე
ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, ჩართულობის, პროფესიონალიზმის და მონდომების იმ დონიდან გამომდინარე, რომელიც ვნახე და ეჭვს არ იწვევს, - განუცხადა  ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ისაუბრეს „ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანას აქვს და ყველა იმ საკითხზე, რომელიც დასმულია პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ“.
„ეს მოლაპარაკებები მნიშვნელვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დეესკალაციას კრიზისის განმუხტვას და შევქმნათ ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს არის უნიკალური შანსი, როდესაც ასეთი მაღალი დონის ჩართულობას ვხედავთ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ პრობლემები გადავწიოთ უკან და ვიფიქროთ კონსტრუქციულად ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ბევრი პრობლემისგან რომელიც დღეს გვაქვს. ამ მოლაპარაკებებს უნდა შევხედოთ როგორც მოლაპარაკებებს, რომელიც უქმენის შანსს ჩვენს ქვეყანასს იმისთვის, რომ შევქმნათ მართლაც ნამდვილი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების გამთლიანებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

Print