პოლიტიკა
მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი - ირაკლი ღარიბაშვილი
ხელისუფლება მზადაა, დიალოგი კონსტუქციულ რეჟიმში განაგრძოს. განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, მმართველი გუნდი სრულად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა რაც შეიძლება მოკლე დროში გამონახონ საერთო ენა.
"15-17 მარტს მივემგაზავრებით ბრიუსელში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი გავქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში და ნატო-ში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც წარმოვაჩენთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესსა და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორცელების საქმეში. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელის ბატონ კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. დარწმუნებული ვართ, მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა და რჩევას, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Print