პოლიტიკა
ევროპარლამენტში დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები გაიმართება
ევროპარლამენტში დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართება, მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წარადგენს.

როგორც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხსენებისას ძირითადად შეფასებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება.

ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა ბრიუსელის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ევროპარლამენტარები დღეს საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს გააკეთებენ. მათი თქმით, შესაძლებელია შესაბამისი რეზოლუციაც კი მიიღონ.

დისკუსია ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა. ესენია: "ევროპის სახალხო პარტია", "მწვანეები", "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი" და ასევე სოციალისტები, რომლის პარტნიორიც "ქართული ოცნებაა''.

Print