პოლიტიკა
ევროკავშირმა რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შავ სიაში რუსეთის ოთხი მაღალჩინოსანი მოხვდა - გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსი ალექსანდრე კალაშნიკოვი და რუსეთის გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი. ყველა მათგანი, საზოგადოების აზრით, პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის მიმართ განაჩენის დაწესებასა და აღსრულებაში.
შეზღუდვები პირველად იქნა შემოღებული ადამიანის უფლებათა დარღვევის სანქციური მექანიზმის ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია "ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში",
"2021 წლის 22 თებერვალს საგარეო საქმეთა საბჭო შეთანხმდა, რომ გააგრძელებს მუშაობას სამომავლო შემზღუდავების დაწესებაზე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, ოთხი ადამიანი უნდა მოხვდეს იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა სიაში, ორგანიზაციებსა და ორგანოებში, რომლებზეც გამოიყენება დაწესებული შეზღუდვები", - ნათქვამია განცხადებაში.

Print