პოლიტიკა
ნატო შავ ზღვაში საერთაშორისო სწავლებას Poseidon 21-ს იწყებს
13 გემი და ცხრა თვითმფრინავი მონაწილეობს ნატოს მანევრებში, "poseidon 21", რომლებიც ჩატარდება შავ ზღვაში 27 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, სწავლებაში მონაწილეობს 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და საფრანგეთიდან
სწავლების სცენარი მოიცავს წყალქვეშა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეპიზოდებს, რომლის დროსაც ნატოს ოპერაციები ჰიდროგრაფიული დაზვერვის, ზღვის ნაღმების და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოვლენისა და განადგურებას ისახავს მიზნად.

"poseidon 21" ნატოს მრავალეროვნული გაძლიერებული ერთობლივი სასწავლო პროგრამის ნაწილია ", - აცხადებენ რუმინეთის საზღვაო ძალების შტაბში "მათი მიზანია ნატოს შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენება, რათა გააძლიერონ ალიანსის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები, იმ ცვლილებების ფონზე რაც ხდება რეგიონში"


Print