პოლიტიკა
,,ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავება შეაფასა.
ნიკა მელია არის კრიმინალი, იგი პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებით ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, სამართლებრივი სახელმწიფო ვართ. მან სპეცოპერაციისთვის შს მინისტრსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.

"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გომელაურს ჩვენი მთავრობის სახელით იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, სამართლდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა


Print