პოლიტიკა
„ძალიან სევდიანი დღე“ - ნიკა მელიას დაკავებას დიპლომატები გამოეხმაურნენ
,,ძალიან სევდიანი დღე“ - წერს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ტვიტერზე და ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.

,, შეძრული ვარ დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში განვითარებული სცენით, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,“- წერს ბრიტანელი დიპლომატი.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ - წერს "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლებებს გამოეხმაურა.

„პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ თავდასხმას. მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახანს წარვადგინეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არ არის რაღაც ავტომატური. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ,“- წერს ადამ კინზინგერი.

Print