პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე - ნიკა მელია დააკავეს

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.



სამართალდამცავებმა ნიკა მელიას კაბინეტის კარი გატეხეს. გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. ოპოზიციის ლიდერები ცდილობდნენ სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
ნიკა მელია ბრონირებული მანქანით გაიყვანეს ტერიტორიიდან.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

 

Print