პოლიტიკა
"სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ ყველა ძვლებში დაგვამტვრიოს" - ელისაშვილი
ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს "ქართული ოცნება", - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარული სხდომაზე მმართველ გუნდს.
მისი განცხადებით, პროცესები ჩიხშია შესული, ხოლო ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.
"ერთი მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს და მეორე მხრიდანაც. 9 წელია ისე ხართ გართულები ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ჩვენი ქვეყანა ხრამში გადაიჩეხა. რას აკეთებთ, შედეგი რა არის? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ,
- ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს "ქართული ოცნება". თქვენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ. ამას ვამბობდით სულ, რის გამოც ჯვარს გვაცვეს, მოლაპარაკებებას ალტერნატივა არ აქვს, დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს. იქითაც საქართველოა და აქეთაც, შუაში არის გაღატაკებული და გასაცოდავებული საქართველო.- განაცხადა ელისაშვილმა.


Print