პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ოფისში იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ მოვლენების მიმართ რაც ხდება - ლიეტუვას ელჩი
"მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ რაც ხდება", - ამის შესახებ ლიეტუვას ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა.

"რა თქმა უნდა, ვღელავ მომავალზე იმ შემთხვევაში თუკი არაპროპორციული ზომები განხორციელდება,"- აღნიშნა ლიეტუვას ელჩმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ კურსს.
Print