პოლიტიკა
პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.
საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ხოლო თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს სასამართლოს პრეროგატივაა. განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ორგანიზაციები - "დაიცავი საქართველო", "მონიტორინგის ცენტრი-საზოგადოება", "დაიცავი არჩევანი" აქციას მართავენ. ისინი 8 მარტის შეთანხმებას და "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთანავე პროტესტს გამოხატავენ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიასათვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე.


Print