ახალი ამბები
მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.



Print