პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ერთიანობას არაფერი ემუქრება - ბადრი ჯაფარიძე
ოპოზიციური პარტიების ერთიანობას არაფერი ემუქრება, აცხადებს პარტია "ლელო საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 54 ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს და ვართ ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ 54 ოპოზიციონერზე (51+3 ოპოზიციონერი დეპუტატი), რომელთა მოსაზრებები არ შეცვლილა.
"გირჩის" წევრებს აქვთ მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის, განსხვავებული მოდელი. მათ აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეთ ეს მოდელი, მაგრამ მთავარია, ისინი არ მოიაზრებენ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება",- განაცხადა ჯაფარიძემ.


Print