პოლიტიკა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები


Print