პოლიტიკა
პარლამენტში 3-4 პარტია თებერვალში უკვე წარმოდგენილი იქნება, - ირაკლი კობახიძე
პარლამენტში 3-4 პარტია თებერვალში უკვე წარმოდგენილი იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მე მგონია, რომ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება. გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ იანვრის დასაწყისში მოგვიწევს, თუმცა ძირითადი პროცესი იანვრის მეორე ნახევარში იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

Print