პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს მანდატების გაუქმების განცხადებით მიმართა
"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა.
"მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა "ქართული ოცნების" ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა….სამწუხარია, რომ ამ ოცი დღის განმავლობაში ვიყავი ავად და მანამდე ვერ მოვახერხე ამ განცხადების შეტანა. ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი იყო ავად კორონავირუსით. ახლა კარგად ვარ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს",- განაცხადა ინაშვილმა.

Print