პოლიტიკა
პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე სგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც "სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა მიერ წარდგენილი დეპუტატები არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან სხდომებს", სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც;

სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

მისივე განცხადებით, ეს კანონპროექტი "საპარლამენტო საბოტაჟის" წინააღმდეგაა მიმართული და კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდა.

Print