პოლიტიკა
ოპოზიცია ცესკოში პარტიულ სიებს ანულებს
"გაერთიანებულმა ოპოზიციამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნოკომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ "ქართული ოცნება" მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც სამი დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ, ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები, პარლამენტს მივმართავთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას და იურიდიულად გაფორმდება ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა

Print