პოლიტიკა
მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია - დავით ზალკალიანი
ის ფაქტი, რომ საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეა მიწვეული, ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს.- აცხადებს ზალკანიანი

“ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან. მოგეხსენებათ, გუშინ იქნა მიღებული ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. 2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატო-ს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა. პროგრამების რაოდენობა კიდევ სამით გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა კომპონენტები, რომელიც არის ამ არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“. - განაცხადა ზალკალიანმა.


Print