პოლიტიკა
მნიშვნელოვანია საქართველომ და უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებებით განამტკიცონ ურთიერთობები -ბენ ჰოჯესი
ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა საქართველოსთვის და პოლიტიკა უკრაინისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის ნაწილი იქნება, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია "ჯეოქეისის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა.

საქართველომ, უკრაინამ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს მათ მიმართ ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის.

"ვიმედოვნებ ახალ ადმინისტრაციას ექნება მრავალმნიშვნელოვანი სტრატეგია თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ამ რეგიონთან. ძალიან ვამაყობ ამერიკის საელჩოს გუნდით თბილისში, ამერიკის საელჩოს გუნდით კიევში, ჩვენ დიდებული დიპლომატები გვყავს და ისინი მუშაობენ, რომ წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მათ არ მიეწოდათ სტრატეგია, რომლითაც ამერიკული კონტრიბუციის და ძალისხმევის თავმოყრა მოხდებოდა. ეს არის ის, რაც გვაკლია.
საქართველომ, უკრაინამ და ამ რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანია საქართველომ და უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებებით განამტკიცონ ურთიერთობები, თუნდაც გააუმჯობესონ თანამშრომლობა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

Print