პოლიტიკა
სომხეთის მთავრობაში ორი ახალი მინისტრი წარმოშობით ჯავახეთიდანაა

„სომხეთის მთავრობაში დანიშნულ ახალ მინისტრებს შორის ორი მინისტრი, წარმოშობით ჯავახეთიდანაა. ,,თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვაგარშაკ არუტუნიანი დავიდ ტონოიანმა შეცვალა, რომელიც ახალქალაქშია დაბადებული“, - წერს Jnews-ი.


მეორე მინისტრი, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა. ვაჰან ქერობიანია, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, ეკონომიკის მინისტრად ვაჰან ქერობიანი მას შემდეგ დანიშნა, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობა დატოვა.

ინტერნეტპორტალ Jnews-ის თანახმად, ქერობიანი წარმოშობით საქართველოდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდანაა.
ოქტომბერში ქერობიანმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ საბრძოლველად ყარაბაღში მიდიოდა.

ერთ კვირაში სომხეთის მთავრობა დატოვეს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, განათლების, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

სამთავრობო ცვლილებების ფონია პოლიტიკური კრიზისი სომხეთში, რასაც ბიძგი მისცა 42-დღიან ომში აზერბაიჯანთან განცდილმა მარცხმა მთიან ყარაბაღში და ბრძოლების შეწყვეტის შესახებ სამმხრივმა აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხურმა განცხადებამ, რასაც სომხეთის ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება „კაპიტულანტურს“ უწოდებს და მოითხოვს ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

 

Print