პოლიტიკა
ნორვეგიამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გააძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, , როგორც გაირკვა დიპლომატი მანამდე დაკავებულ ჯაშუშთან შეხვედრებს მართავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სამინისტრომ გადაწყვიტა ამ დიპლომატის ვინაობა არ გაამხილოს, თუმცა, განაცხადა, რომ ის რუსეთის საელჩოს სავაჭრო სექციაში მუშაობდა.
სამინისტროში რუსეთის ელჩი უკვე დაიბარეს და განუცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომელი "პერსონა ნონ-გრატად" არის გამოცხადებული. დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მიეცა.

მანამდე დაკავებულმა ხარშარნ სინგხ ტატგარმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ რუს დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდა და ამისთვის მისგან თანხა მიღო.
ტატგარი შაბათს რუს დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ პიცერიაში დააკავეს.


Print