პოლიტიკა
ოქტომბრის არჩევნების მიმართ ამერიკის ყურადღება განსაკუთრებით დიდია - კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების მიმართ ამერიკის ყურადღება განსაკუთრებით დიდია, არჩევნები არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს. განაცხადა მან მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

"ძალიან პოზიტიურია და სასარგებლოა როცა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ ძალიან ფართოდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად, სხვადასხვა არხებით. რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება და ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

, 27 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარისას მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

Print