პოლიტიკა
ჩვენ, კანდიდატებს ვუთანხმებთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, ამომრჩეველს და ჩვენს ხალხს
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდის ფორმირებას იწყებს, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და "ლელოს" ახალ კამპანია - "ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში" წარადგინა.
,,თუ გვინდა რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, ახალი ძალა და იმედი გაჩნდეს ქვეყანაში და პოლიტიკაში, მხოლოდ გამჭირვალედ, დემოკრატიულად თოთოეული თქვენგანის ჩართულობით მოხდება ეს ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, კამპანია ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და ის მოიცავს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესს.

"ჩვენ, თქვენთან ერთად, ვიწყებთ ჩვენი- "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდის ფორმირებას. ჩვენ არავის ვუთანხმებთ კანდიდატებს. ჩვენ, კანდიდატებს
ვუთანხმებთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, ამომრჩეველს და ჩვენს ხალხს.- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




მამუკა ხაზარაძე - თუ ხეების ჭრის აღსაკვეთად რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ




Print