პოლიტიკა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე -ჯავახეთში ენზელ მგკოიანი და ანტონ ობოლაშვილი იქნებიან
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე -ჯავახეთში ენზელ მგკოიანი და ანტონ ობოლაშვილი იქნებიან

"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან ხსნის.
სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ორი დეპუტატი აირჩევა, ერთ მაჟორიტარს ახალქალაქი და ნინოწმინდა, ხოლო ერთ მაჟორიტარს ასპინძა, ახალციხე, ადიგენი და ბორჯომი აირჩევს.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.


Print