პოლიტიკა
პარლამენტი ლეგალური რეკეტის გადაწყვეტილებას ღებულობს- გედევან ფოფხაძე
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტის კენჭისყრისას მწვანე ღილაკზე ხელის მიჭერა არის მორალურად არასწორი.
როგორც მან პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადა, დეპუტატები კეზერაშვილის დამრბევ რაზმად გადაიქცევიან.

,,საკანონმდებლო პროცესი არ შეიძლება დახურდავდეს იმაზე, რომ ახლა რაღაც გამოწვევა არის და ეს უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის მეხანძრეების ფუნქცია, ეს არ არის პარლამენტარების ფუნქცია. ჩვენ მასშტაბურად და კომპლექსურად უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს. სხვა შემთხვევაში მივალთ იქამდე, რომ საკანონმდებლო პროცესი მართლა პანდორას ყუთის გახსნას დაემსგავსება. საკანონმდებლო პროცესი გადაიქცევა კონკრეტულ კაზუსებზე რეაგირების პროცესად. მე არ ვიცი, შეიძლება დიდი სიკეთეა ის სიკეთე, რომელსაც ეს კანონი იცავს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ სამაგიეროდ, ორ უფრო დიდ სიკეთეს უპირისპირდება," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, მთავარი უბედურება, რა სიკეთესაც არ უნდა იცავდეს ეს კანონი, არის ის, რომ პარლამენტი ლეგალური რეკეტის გადაწყვეტილებას ღებულობს.

"ჩვენ ფაქტობრივად, ვიქცევით კეზერაშვილის დამრბევ რაზმად. დეპუტატი, რომელიც ამ კანონპროექტს აძლევს ხმას, ხდება ბიზნესის დამრბევი რაზმი და ლეგალური რეკეტის დამკანონებელი ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ ასეთი გზით ვაპირებთ წასვლას, მორალური დისკომფორტი მაინც გვქონდეს, როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მწვანეზე ახლა ხელის მიჭერა არის მორალურად არასწორი," - განაცხადა ფოფხაძემ.



,,ძალოვნებმა და "ფულის ტომრებმა" არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში",- გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე - "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება"

,,წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია"-ამბობს გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრზე

Print