Error
პოლიტიკა
თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხულუსი აკარი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთთან სამხედრო ესკალაციის ფონზე და სომხეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ინციდენტისთვის.
"ვგმობთ სომხური მხარის შეტევას აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს, დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წელია განაგრძობს აგრესიის პოლიტიკას და უკანონოდ ახდენს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას" , - განაცხადა თურქეთის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.


Print