პოლიტიკა
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლრბამოსილების გადაბარების ცერემონია ვაზიანში გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა.
გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა.

თავდაცვის ძალების უკვე ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაწეული საქმიანობისთვის ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.
"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს ადგილს იკავებს ღირსეული, პატიოსანი და მაღალი დონის პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უკეთესად გააკეთებს იმ საქმეს, რასაც 3 წელი და 7 თვე მე ვიყავი შეჭიდებული. ის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი ჩემს თანამდებობაზე. მე მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას ეს დასჭირდება", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.



30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოქვეყნდა

Print