პოლიტიკა
აშშ მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას
შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის.
პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,"- აღნიშნულია განცხადებაში.



აშშ საქართველოს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს

აშშ საქართველოში 7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს



Print