პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
საქართველოს პარლამენტში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით გამოვა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, პარლამენტში პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას დაესწრება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".
ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ მოუსმინეს - 27 მაისს პრემიერმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.


Print