პოლიტიკა
ომბუდსმენი - თუ გიგი უგულავას საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიშის წარდგენისას, ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეებზე ისაუბრა.
ლომჯარიას განცხადებით, თუ გიგი უგულავას საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს.

"არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაეს სასამართლოში, შემდგომში ამ ადამიანს დახვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკურ კონტექსტში და მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკურად დაიძაბა ვითარება, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, რატომ შეიძლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ქვეყნის მხარდამჭერები განიხილავდნენ მას, როგორც პოტენციურად პოლიტიკურ პატიმარს", - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, ომბუდსმენის შეფასებით, წარდგენილი ბრალი არ არის სწორი, რადგან "საქმეში არ დევს შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს", განაცხადა ომბუდსმენმა.


Print